დახურვა
სტილი
15.08.2022

მოდელი თიკო ჩხეიძე, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ქალიშვილი, ტატა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„4 წლის წინ ამ დღემ ენით გამოუთქმელი ტკივილი განმაცდევინა, ჩემი შვილი ჩემსავე ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ანგელოზად მომევლინა.

როცა უბედური ცხოვრებისას დედა და შვილის ურთიერთობა სრულდება. როცა ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ შვილი მიდის და დედა რჩება. ამ დღეს ყველა იარა, რომელიც შეძლო ორგანიზმა და მოიშუშა ისევ გაწუხებს, გრძნობ როგორ იწყებს დენას სისხლი. სხეულის ყველა წერტილი გტკივა და ისევ ის კითხვა გაწუხებს – რატომ?

დღეს ხვდები, რომ საფლავზე, სადაც მიდიხარ შენ შვილს მიწის ქვეშ სძინავს“, – წერს თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის შვილი, 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

გოგონა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×