დახურვა
სტილი
01.11.2022

„მის საქართველო 2003"-ის ტიტულის მფლობელმა, მოდელმა ირინა ონაშვილმა, საკუთარი შესაძლებლობები რადიკალურად განსხვავებულ საქმეში მოსინჯა - ავტომრბოლელი გახდა და მონაწილეობა მიიღო პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე.

ირინამ თავის მეწყვილესთან, მევლუდ მელაძესთან ერთად, ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია - საფრანგეთის ქალაქ მარსელში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"სიგიჟეა ის, რაც ვქენი... და ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით, მეტჯერ აღარ ვიზამ. ქალებო, გზა ხსნილია,

ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში.

პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას, გთხოვთ" - დაწერა ირინა ონაშვილმა.

ირინა ონაშვილმა და მევლუდ მელაძემ ავტოსლალომის სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავიდნენ. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უდიდესი წარმატებაა - ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები დაიმსახურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×