დახურვა
სტილი
13.07.2021

ინფლუენსერების, „იკანათიას“ წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც“ არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს. წყვილი საერთო „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.

წყვილი ურთიერთობის 8 წელს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში მხიარულ ვიდეოსაც აქვეყნებს: „დღეს ჩვენს ურთიერთობას 8 წელი შეუსრულდა! რომ მეკითხებიან, რომელია შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეო, პირველი თავში 2013 წლის 13 ივლისი მომდის, რადგან ამ დღიდან იწყება ჩვენი სიყვარულით, პატივისცემით, ბედნიერებით სავსე გიჟური მოგზაურობა. და რა შემიძლია გითხრათ, გარდა იმისა, რომ სიყვარულია ყველაზე დიდი და გულწრფელი გრძნობა, რისთვისაც ნამდვილად ღირს ცხოვრება!“ - წერს „იკანათია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×