დახურვა
სტილი
14.07.2021

ჩვენ გარშემო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები ხდება, მათი უგულებელყოფა, უბრალოდ, არ შეიძლება. მაგალითად, თუ გზაში უმწეო ადამიანი გაჩერებთ და ფულს გთხოვთ, მას აუცილებლად უნდა დაეხმაროთ. ასე უფრო მეტი ფული შემოგივათ და არ არის გამორიცხული, რომ ის გამოცდისთვის გამოგიგზავნათ განგებამ - იმსახურებთ თუ არა ზედმეტ ფინანსურ შემოსავალს.

ზოგადად, ცხოვრებაში თავად ვქმნით ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების კოდს. ასევე, არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბედნიერი ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე გსურთ.

📌ძუნწი და გაუმეტებელი ადამიანი საკუთარ მატერიალური კეთილდღეობის არხს თავადვე კეტავს. ფული კოსმოსური ენერგიის მატერიალური განსახიერებაა, რომელსაც არ უყვარს ძუნწი, წუწუნა და ზედმეტად ხელმომჭირნე ადამიანები. რაც მეტს ხარჯავს ადამიანი, მით მეტი შემოსავალი ექნება. თუ დაეხმარებით მოხუც, მიუსაფარ და ხეიბარ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია თავად ფულის სხვა ფორმითა და ხერხით შოვნა, კოსმოსი ამ სიკეთეს უკან ფინანსური კეთილდღეობითვე დაგიბრუნებთ.

💰ბარაქა პირდაპირ კავშირშია იმასთან, სწორად გაქვთ არჩეული პროფესია თუ არა. სწორი არჩევანის შემთხვევაში, შემოსავალი მეტია და ბარაქაც, შესაბამისად, იმატებს, მაგრამ, თუ პროფესია არასწორად შეარჩიეთ, ფულის მოზიდვა და ფინანსური კეთილდღეობის დაბევება გაგიჭირდებათ. ვერც კარიერაში მიაღწევთ წარმატებას და არ არის გამორიცხული, უმუშევრობაც ამის ბრალი იყოს. თუმცა, შესაძლებელია, ბარაქის კოდის გაძლიერება და კოსმოსურ არხთან მისი ისე დაბალანსება, რომ კონკრეტული ადამიანის კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება გარკვეული პერიოდი, როცა შემოსავლების კოდი დროებით იკეტება. ეს კარმული ჩავარდნის დროა და თუ გინდათ, რომ მომავალში მეტად გაგიმართლოთ, მას უნდა გაუძლოთ.

🌛ყოველ ახალმთვარეობისას, ღამის თორმეტ საათზე, გამოიტანეთ მსხვილი კუპიურები, დაანახვეთ ის მთვარეს. შემდეგ სარკესთან მიდით და ისე დაიჭირეთ ფული, რომ მას სარკეში ხედავდეთ. მერე საფულეში ჩადეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. ეს უტყუარი ხერხია, რომ ახალმთვარეობიდან მომავალ ახალმთვარეობამდე ფული არ შემოგაკლდეთ და საფულეშიც მუდამ გქონდეთ.

ადამიანები თავად ვიზიდავთ წარმატებას და კეთილდღეობას, ამისთვის კი ასეთი პატარა ეშმაკობების ჩადენა ნამდვილად ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×