დახურვა
სტილი
22.11.2022

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მშობლები არ შეშინდნენ.

"ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეს გისურვებთ!

მეგობრებო, ჰონგ- კონგს ადრე ანგინა ერქვა. არ შეშინდეთ. უამრავჯერ მაქვს გავლილი ეს ვირუსი ჩემი შვილების ხელში. არეული ამინდები და ზოგადად ეს სეზონი, არის ამ ვირუსის ყვავილობოს დრო. დროულად იმკურნალეთ და იყავით ძალიან ჯანმრთელები, განსაკუთრებით ბავშვები.მისცა სიცხე, ჩავხედე ყელში, გასაგები იყო ყველაფერი. გამოცდილ დედებს მითუმეტეს არ გაგიჭირდებათ მისი დამარცხება. გართულების შემთხვევაში დაგეხმარებიან ის პოზიტიური ექიმები, რომლებიც შეშინების ნაცვლად მკურნალობას დაიწყებენ.

მიყვარხართ!

თავს და ბავშვებს გაუფრთხილდით", - წერს სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×