დახურვა
სტილი
01.12.2022

საქართველოში გაცილებით მეტი კაცი დადის კოსმეტოლოგიურ სალონებში და მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, ვიდრე ქალი, - ამის შესახებ მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში განაცხადა.

„ეს სინამდვილეა, ეს სტატისტიკაა თავად ამ კლინიკების. მე ბევრი წელია მივმართავ მეზოთერაპიას, კარგი, მსუყე, 1-2 თვიანი, ღრმა. მერე უკვე ყოველდღიური მოვლა. მე მაგალითად, კორეულ კოსმეტიკას მოვიხმარ, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან კარგია.

რაც შეეხება დატენიანებას, ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლას პირდაპირი ეფექტი აქვს. როგორც კი შრატს ან ჰიალურონის მჟავას მოიხმარ, ეგრევე, 3-4 წუთში სახეზე სხვანაირად გამოიყურები.

მოგეხსენებათ, მე სცენაზე ვარ და სწრაფი მოქმედება მჭირდება. მით უმეტეს, მოვიხმარ იმას, რაც სცენას სჭირდება და აზიანებს კანს." - თქვა მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×