დახურვა
სტილი
15.07.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ ვაქცინების შერევის შესახებ ბევრ კითხვას უსვამენ.  როგორც ექიმი განმარტავს, აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოში ამ ეტაპზე არ არის. 

„ბევრი კითხვა მომდის პირადში თუ საჯაროდ იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა სინოფარმი/სინოვაკი ან ასტრაზენეკას ერთი დოზის შემდეგ გააუქმონ რეგისტრაცია და მეორე დოზად ფაიზერი გაიკეთონ?

პასუხი: მსგავსი წესი და რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს, შესაბამისად ამის ტექნიკურად განხორციელება შეუძლებელია. თეორიულად ამის შანსი არსებობს, მაგრამ ვაქცინების ამ ტიპით შერევის მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად მეორე დოზად უნდა გაიკეთოთ თანამოსახელე ვაქცინა",- წერს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი",- წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×