დახურვა
სტილი
10.01.2023

მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ძაღლების მოყვარულებს მოუწოდებს, რომ ოთხფეხა მეგობრები ალიკაპით ატარონ და ნუ დააყენებენ მათ უფლებებს ადამიანების უფლებების წინ. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"გიყვარს ძაღლი? წაიყვანე სახლში, მოუარე და ღვედით ატარე გარეთ. ადამიანის უფლებებზე მაღლა ნუ დააყენებთ ძაღლების ანარქიას ქუჩებში" - წერს იმპერატორი სოციალურ ქსელში.

მომხრეებთან ერთად, მუსიკოსს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

"სხვისი გამოგდებული სამი მყავს სახლში. ქუჩაში რომ ტოვებენ, იმათ მოუწოდეთ! რა ქნან აბა, სად წავიდნენ? მათაც შიათ და ეძებენ დასახლებულ პუნქტებს" - პასუხობს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.

"მეც მყავს ძაღლი ეზოში და არავის ვაწუხებ ჩემი ძაღლის სიყვარულით" - ასეთია ლადოს პასუხი.

განსაკუთრებით გაღიზიანდა ქალბატონი, რომელმაც "იმპერატორს" ასეთი კომენტარი დაუტოვა.

"ღვედი არა მატორი. საბელი ჰქვია. დიახ! ადამიანიც უნდა გვიყვარდეს და ცხოველიც. ორივეს უნდა გავუფრთხილდეთ და წესი და რიგი ვიცოდეთ. მაგრამ და მაგრამ! სახლში კი არ უნდა ჩავკეტო, ადამიანის გამო, კი არ უნდა დავჩაგრო. მათაც თავიანთი უფლებები აქვთ და სანამ ამ უსიყვარულო პათოსით ქულების დაწერას გადაწყვეტთ, იქნებ ან ფორმა შეარჩიოთ სხვა დროს, როგორ მიმართოთ და მოუწოდოთ ადამიანებს კარგი და სწორი საქციელისკენ, ისე, რომ სხვა არსების ზიზღი არ დათესოთ.

ძაღლების ანარქია რას ნიშნავს??? ეს უინტელექტო ფრაზა არის სისულელე. მსგავსი არ არსებობს და ძალიან გთხოვთ, სანამ ამ ვითომ მაგარი შედარების დაკანონებას დაიწყებთ, იფიქროთ, ისინიც ვაი ადამიანების მიერ არიან ამ მდგომარეობაში, გარეთ გაყრილები და დაბეჩავებული.

აჭამეთ და ნუ გაყრით! აუცილებლად ბევრნი დავარეპორტებთ ამ გვერდს, თუ მსგავსი სიძულვილი განმეორდება!!!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×