დახურვა
სტილი
17.07.2021

55 წლის ასაკში ირმა ოსაძემ პირველი შვილი გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ხონელიძის კლინიკა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, ქალბატონ ირმას კი, დიდი სურვილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ანასტასიას დედმამიშვილი აჩუქოს.

„შეუძლებელი არაფერია ! სასწაულები გრძელდება... 14.07.2021 , 15 : 37 წუთზე 55 წლის ასაკში ქალბატონმა ირმა ოსაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება, მან ქვეყნად მოავლინა ულამაზესი გოგონა ანასტასია მეგრელი.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ, ქალბატონ ირმას დიდი სურვილი აქვს რომ უახლოეს მომავალში ანასტასიას დედმამიშვილი აჩუქოს.

„ხონელიძის კლინიკა" სრული შემადგენლობით ულოცავს ამ დიდ ბედნიერებას მეგრელი-ოსაძეების ოჯახს. გვიხარია რომ თქვენი დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები. თქვენთან ერთად შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ არასდროსაა გვიან გახდე მშობელი. უბრალოდ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც გვინდა, ვნატრობთ და გვჭირდება," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×