დახურვა
სტილი
18.01.2023

ტელეწამყვანი და მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ.

მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე “ინსტაგრამში” ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის განმავლობაში  გვერდში ედგა და გულშემატკივრობდა მას.

„ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ამ პროექტში მონაწილეობა

ყველაზე ბრჭყვიალა, ბედნიერი, საოცარი ემოციებით და ენერგიით სავსე სამი თვე გავიარეთ ერთად !

რთულია სიტყვებს თავი მოვუყარო და გადმოვცე ჩემი განცდები

მადლობა პროექტის შემქმნელებს, ყველა იმ ადამიანს, სუპერ პროფესიონალებს,ვინც დაუღალავად შრომობს კადრს მიღმა

მადლობა, ამ საოცარ ბიჭს @ereklegir -ს

წესიერი, ნიჭიერი, ერთგული, შრომისმოყვარე, თავისი საქმის პროფესიონალი, იშვიათი ადამიანური თვისებებით სავსე

შეუძლებელი შემაძლებინა  მიყვარხარ მე შენ

მადლობა, ჩემს ოჯახს, ჩემს სამეგობროს, სანათესავოს, ჩემს ღამის შოუს გუნდს

და ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო !

პირველივე წამიდან, თქვენ მაძლევდით მოტივაციას და ძალას, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა!

თქვენი ანთებული თვალები, სიყვარულით სავსე შეტყობინებები…

ჩვენ ერთად გავიარეთ ეს პერიოდი და მადლობა რომ იყავით და ხართ ჩემთან ერთად!

თქვენთან ერთად ვიცი, ყველაფერს შევძლებ !

ღმრერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, დაგიბრუნოთ ასმაგად ის სიყვარული, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე!

უსაზღვროდ მადლიერი და ბედნიერი ვარ

მიყვარხართ ადამიანებო ! “, – წერს ბაბი კირკიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×