დახურვა
სტილი
18.01.2023

ნატო გელაშვილი ბებია გახდა. მის ვაჟს გიორგი ჭოხონელიძის ბიჭი, ლუკა შეეძინა.

როგორც ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკესთან" ჰყვება, მისმა რძალმა არ ისურვა საკეისრო კვეთით ბავშვის გაჩენა და ხანგრძლივ ტკივილებს გმირულად გაუძლო: „მის მშობიარობას მარტივს ვერ დავარქმევ. გმირულად გაუძლო ხანგრძლივ სამშობიარო ტკივილებს. მისი გადაწყვეტილება იყო ბუნებრივი მშობიარობა.

გიორგი დაესწრო მშობიარობას. როცა გამოვიდა, მთლიანად წითელი იყო. თქვა, ბავშვის ხმა რომ გავიგონე, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, მანამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საერთოდ არ ვსუნთქავდიო. ძალიან ძნელია უყურო შენი საყვარელი ადამიანის განცდებს, ტკივილებს, მაგრამ მშობიარისთვის მეუღლის გვერდით დგომა დიდი იმედია..."

ჟურნალი "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×