დახურვა
სტილი
31.01.2023

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში საზოგადოებას სამოტივაციო წერილს უგზავნის და ამბობს, რომ ოცნებების ასასრულებლად ბევრი სწავლა და შრომაა საჭირო.

„ბავშობიდან მჯეროდა, რომ თუ ფანჯრის რაფასთან დავჯდებოდი და უფალს მთელი გულით ვთხოვდი , სურვილი ამისრულდებოდა.ყოფითი სურვილები არ მქონია, ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო.ოჯახმა და გამოცდილებამ მასწავლა, რომ ოცნებების ასასრულებლად ბევრი უნდა ისწავლო და იშრომო .მართალია უნივერსიტეტი ოჯახური პრობლემების გამო ვერ დავამთავრე, მაგრამ არც გაუნათლებელი დავრჩი და არც წარუმატებელი. ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოთ ხარ, გულით მინდა გითხრა არასოდეს დანებდე.იყავი უბრალო და გულით ღირებული. არ აჰყვე ცუდ ხმას, იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს. და ბოლოს, მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავი გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი შენს გადაწყვეტილებებზე.არასოდეს მოატყუო და თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა. თუ შეცდომა დაუშვი, არ ტეხავს, აღიარე ეს და გახსოვდეს : პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარება სურვილის ასრულებასა და მიზნების მიღწევაში", - წერს გივიკო დიდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×