დახურვა
სტილი
01.02.2023

„ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე.. მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები" - ნიკოლოზ წულუკიძე ქალიშვილზე

ჟურნალ OK!-ის თებერვლის ახალ ნომერი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ცნობილი ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუს ეთმობა.

ჟურნალის ყდაზე ნიკოლოზ წულუკიძე მის ქალიშვილთან ერთად არის წარმოდგენილი.

როგორც ჟურნალი OK! საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდიდან ირკვევა, ნიკოლოზ წულუკიძე ინტერვიუში მის ქალიშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეგობრული მამაშვილობა აქვთ.

„სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები.

გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ..", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ OK!-სთან მიცემულ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×