დახურვა
სტილი
02.02.2023

ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერ მზად არ არის, რომ შვილის საფლავზე იაროს.

როგორც ტელეწამყვანმა გამოცემა OK-სთან განაცხადა, ის "ჯერ კიდევ ბურუსში დადის".

"სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის. ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო... მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება...", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ წულუკიძის უმცროსი შვილი, კიტა წულუკიძე 2022 წლის 3 მაისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×