დახურვა
სტილი
02.02.2023

მომღერალი ნინი შერმადინი იხსენებს ამბავს, რომელიც დედამისს უკავშირდება. ამბავი ძალიან ემოციურია:

„ერთ ისტორიას მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან.

სკოლაში ერთი კლასელი ბიჭი ძალიან მერჩოდა, ხან ჩანთას გადამიგდებდა, ხან თმებს მაწიწკნიდა, ერთხელ თმა შევიჭერი, გავისწორე და ნავთი დამასხა თავზე. მე ხმას არ ვიღებდი, როგორც წესი უხმოდ ვიტანდი. ერთხელ კიბეზე დაგორდა და ხელი მოიტეხა. მე გახარებული მივედი სახლში და დედას მოვუყევი, აი, ღმერთმა დასაჯა-მეთქი. არ დამავიწყდება დედაჩემის სახე. წარბები შეკრა და განცვიფრებული სახით მკითხა:

- მერე, ნინიკო ეს შენ გიხარია?!

მე ღიმილი შემეყინა სახეზე...

- მაგას დედიკო, ბოროტება ჰქვია...

არასდროს დამავიწყდება...

აი, ამ მორალით გავიზარდე და რა ბედნიერებაა, რომ ფისომ გამზარდა..." - ამბობს ნინი შერმადინი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×