დახურვა
სტილი
09.02.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი თუხარელი სოციალურ ქსელში თურქეთში მყოფი ქართველი მაშველი ძაღლის, ტინტო ფოტოს აქვყენებს და წერს, რომ მან ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო.

"აი ასეთია ჩვენი მაშველი-ძაღლი ტინტო. აი ზუსტად ამ წამს მითხრეს ბიჭებმა, რომ ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ტინტო ჩვენი გმირი ხარ", - წერს გიორგი თუხარელი.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×