დახურვა
სტილი
13.02.2023

"პა-სეანსის" სიმბოლო ცუცა კაპანაძე ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის "ნოესთან" სტუმარია.

ცუცა კაპანაძე გადაცემაში ლევან ლელაშვილთან, იგივე კიჭასთან ხელის მოწერის და განქორწინების ისტორიას იხსენებს

„რეალური ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ. მე იმერეთში დავიბადე და როდესაც თბილისში ჩამოვედი აუცილებელი იყო, აქ ვყოფილიყავი ჩაწერილი, რომ ბინა მეყიდა. კიჭა ორ ოთახიანში ცხოვრობდა და გაფართოება უნდოდა. კომუნისტების პერიოდში ვერ გაფართოვდებოდა, თუ ცოლს არ მოიყვანდა. მოკლედ, შედგა ჩვენს შორის საუბარი და მითხრა, მოგიწერ ხელს, შენ თბილისში ჩაეწერები და მე გავფართოვდებიო.

წავედით, მოვაწერეთ სანაპიროზე ხელი და ფუნიკულიორზე სუფრაც გადავიხადეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გაფართოებისთვის მეტი პირი იყო საჭირო და ბავშვზე წავიდა საუბრები. მე ვუთხარი, კიჭა, ბავშვს ნამდვილად ვერ გაგიჩენ-მეთქი. განქორწინება რომ გადავწყვიტეთ, გვითხრეს, ერთი წელი კიდევ უნდა მოგცეთ დრო, იქნებ შერიგდეთო. საბოლოოდ, მიზეზი, რის გამოც სასამართლომ ჩვენი გაყრა გადაწყვიტა, ხვრინვა იყო. კიჭამ დამაბრალა, რომ ვხვრინავდი და ღამე ცალ-ცალკე გვეძინა", - საუბრობს ცუცა კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ცუცა დიდი ხანია, ემიგრაციაშია და აშშ-ში ცხოვრობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×