დახურვა
სტილი
13.02.2023

დათო ფორჩხიძე ჟურნალ „გზასთან" „ვოისში" თავისი გუნდის წევრის, ირუ ხეჩანოვის გამარჯვებათან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს. მისი აზრით, ეს ყველაფერი სოციალური ქსელების დამსახურებაა:

„სოციალური ქსელები ახლა უფრო აქტუალურია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ... წინათ ამხელა ძალა არ ჰქონდა, თორემ მაშინაც დიდი მითქმა-მოთქმა იყო... „ვოისთან" დაკავშირებით ახლა საოცარ მოსაზრებებს ვკითხულობ. ქსენოფობიური გამოხდომებიც იყო. მადლობა ღმერთს, ეროვნებასთან დაკავშირებული სამარცხვინო განცხადებების წინააღმდეგ ვიღაცებმა ხმა აიმაღლეს... დარწმუნებული ვარ, სხვა გამარჯვებულიც ასეთივე განხილვის ობიექტი გახდებოდა, როგორიც ირუ ხეჩანოვი. თან, წელს ისეთი „ვოისი" იყო, აშკარად ფავორიტი კონკურსანტი არ გამოკვეთილა, რომლის შესახებაც მთელი საქართველო იტყოდა, ამაზე მაგარი არავინააო! ასე რომ ნებისმიერი გამარჯვებული მეტ-ნაკლებად, ვნებათაღელვას გამოიწვევდა..."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×