დახურვა
სტილი
14.02.2023

ვე­ტე­რან­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ლადო ბურ­დულ­მა, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რა აქვს, თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა 20 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლე­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ორი ვაჟი დარ­ჩა. მა­შინ ლა­დოს სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი იყო - იმ­ხა­ნად სპორ­ტსმენ­მა "ალა­ნი­ას­თან" მო­ა­წე­რა კონ­ტრაქტს ხელი... რძლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის გაზ­რდა სა­კუ­თარ თავ­ზე სპორსტმე­ნის მშობ­ლებ­მა აი­ღეს...

ლადო ბურ­დუ­ლი:

"მა­შინ ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნი­ა­ში" ვთა­მა­შობ­დი, ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი გას­ვლა უცხო­ეთ­ში. მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვეს და ბავ­შვე­ბის გაზ­რდას მი­უ­ძღვნეს თავი. პრაქ­ტი­კუ­ლად, სამი ძმა ვართ... ისე გაგვზარ­დეს, ჩემ მშობ­ლებს სამი ბიჭი ჰყავთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ჩემი შვი­ლე­ბი ლა­დოს მე­ძა­ხი­ან.

ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მგო­ნია, რომ ის რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, უფრო დიდ ფეხ­ბურთს ვი­თა­მა­შებ­დი. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რო­დე­საც ოჯახ­ში გაქვს სიმ­შვი­დე... ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, რო­დე­საც კა­რი­ე­რის პიკი მქონ­და.

ჩემი მე­უღ­ლე 20 წლის გარ­და­იც­ვა­ლა... მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მოხ­და გარ­თუ­ლე­ბა... ბავ­შვი ოთხი თვის იყო მა­შინ, უფ­რო­სი წლი­ნა­ხევ­რის. ასე არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ ხდე­ბა... ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ ჩემი ტე­ლე­ფო­ნი არა­სო­დეს ითი­შე­ბა, სულ მგო­ნია, რომ სა­დღაც უნდა და­ვაგ­ვი­ა­ნო და ვი­ღა­ცას რა­ღაც უჭირს. მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, არ ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში... მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მას­თან ათ წამ­ში გავჩნდი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე.

ბო­ლოს მე­უღ­ლე მა­შინ ვნა­ხე, რო­დე­საც სოჭ­ში გავფრინ­დი და გა­მა­ცი­ლა. ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი რომ გაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, ბედ­ნი­ე­რი ხარ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, გაქვს ლა­მა­ზი ოჯა­ხი...

ყო­ფი­ლა დღე­ე­ბი, სა­საფ­ლა­ო­ზე გა­მი­თე­ნე­ბია... ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ორი უმაგ­რე­სი ბიჭი გა­მი­ჩი­ნა. პა­ტა­რა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია 2.1 სან­ტი­მეტ­რია სი­მაღ­ლე­ში... მე 1.84 სმ ვარ და მედი იყო 1.83. ცდი­ლობ­და ჩემ­თან ერ­თად ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი არ ჩა­ეც­ვა. შვილს ვე­ხუმ­რე­ბი ხოლ­მე, მგო­ნი, შენი თავი სამ­შო­ბი­ა­რო­ში შე­მიც­ვა­ლეს-მეთ­ქი. კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×