დახურვა
სტილი
15.02.2023

სალომე ბაკურაძე უკვე წლებია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე, თუმცა მსმენელს თავი პირველი გამოჩენისთანავე შეაყვარა. მას მეუღლე, ლაშა ბასლანძე და ერთი შვილი, სანტი ჰყავს. ამჯერად კი სალომემ საკუთარი ბავშვობის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან" ისაუბრა:

„მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში ქმრის გარდაცვალების მერე ხმა საერთოდ წაერთვა. ამ

ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა, მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები მასწავლიდნენ..." - იხსენებს სალომე ბაკურაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×