დახურვა
სტილი
15.02.2023

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რამხელა სიყვარული იგრძნო სრულიად უცხო ადამიანებისაგან.

"ახლა საავადმყოფოში მისვლა მომიხდა. თბილისის ქუჩებში, ხალხში და სხვა დაწესებულებებში იშვიათად გავდივარ ხოლმე, ძალიან შეზღუდული მოძრაობის ტრაექტორია მაქვს და სრულიად წარმოუდგენელი და მოულოდნელი სიყვარული ვიგრძენი, ლიფტში, მოსაცდელში პაციენტებისგან, მერე ექიმებისგან. ძალიან უხერხული იყო ეს ამბავი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც, მით უფრო, როცა იცი, რომ ეს მცირედით თუ დაგიმსახურებია და მხოლოდ ავანსია. დიდი მადლობა!", - წერს გიორგი კეკელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×