დახურვა
სტილი
16.02.2023

რეჟისორმა ლევან წულაძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" მის მეუღლეზე, მსახიობ მანანა კოზაკოვაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჭოლა და მანანა 30 წლის წინ შეუღლდნენ და დღემდე ინარჩუნებენ ოჯახურ იდილიას.

„შეგრძნება მაქვს, რომ ამ ცხოვრებას ერთად გავდივართ. ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილად და ბედნიერად გავიარეთ ცხოვრება.. ბუნებრივია ერთმანეთს ვგრეხდით..

დიდხანს გადაკეთება გადმოკეთებით ხარ დაკავებული, მანამ სანამ გაერკვევი ვისთან ხარ..

შემდეგ, როდესაც ეს დალაგდება, შესანიშნავია.. უცებ ხვდები, რომ სიყვარული სულ სხვა რამ ყოფილა..

სიყვარულია, როდესაც მეორეს გადაკეთება არ გინდა. როდესაც ადამიანს მიიღებ ზუსტად ისეთს როგორიც არის, უამრავი შეცდომებით და შეცდომაც ადამიანის ღირსებაა, მისი ინდივიდუალურობის ნიშანია, მერე უკვე იწყება რაღაც სხვა.

უფრო თბილი.. ფიქრობ, როგორ გამიმართლა. იმედი მაქვს, რომ ისიც [მანანაც] ამას ფიქრობს.. ნუ, უნდა შეეცადო, რომ შენმა მეორე ნახევარმაც ასე იფიქროს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×