
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება. ნუკა თავად 3 შვილის დედაა და სხვა დედებსაც მოუწოდებს, უფრო ფრთხილად იყვნენ:
„დიდი დიღომი, პეტრიწის მიმდებარედ (ჩემთან ძალიან ახლოს), სურათს შეგნებულად არ დავდებ, 23 საათისთვის გაუჩინარდა 12 წლის ბავშვი გოგონა, რაც წეღან დავდე. როგორც დაიწერა, ბავშვი იპოვეს უგონოდ, ხეებში ჩაფლული, რაგბის სტადიონთან. რასაც წერენ, 25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს. სავარაუდოდ, ბავშვი გაგუდეს, რადგან ქალის კივილის ხმა ისმოდა, რომელიც ყვიროდა, ბავშვი გამიგუდესო.
აქ ემოციებს ვერ დავწერ, გაყინული ვზივარ და უბრალოდ, ვისაც აინტერესებდა მდგომარეობა, იმათ ვატყობინებ. სიტყვები არ მაქვს, არ ვიცი, ძალიან, ძალიან ცუდად ვარ... გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება, ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან", - წერს ნუკა კვალიაშვილი.