დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განაცხადებით, 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევები დღესაც ფიქსირდება.
მედიკოსი იმედოვნებს, რომ ლეღვის ნახარშით ნამზეურის მიღების ტრადიცია, ერთხელ და სამუდამოდ, წარსულს ჩაჰბარდება.
„დიდი იმედი გვაქვს, აღარ იქნება ასეთი შემთხვევები. იუბილეა, პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება, მაგრამ იქნებ არ გავაათოთ. ბევრ ტრადიციას არ გაუძლია და იქნებ ამანაც ვერ გაძლოს. ყოველწლიურად გვაქვს იმედი, რომ ეს წელი ჩავარდება, თუმცა შემთხვევები მაინც გვაქვს. ეს არის სუფთა ქართული ტრადიცია, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის“, - განაცხადა ქაშიბაძემ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას.