დახურვა
სტილი
28.07.2021

პარტიის ,,მოძრაობა ხალხისათვის” ლიდერი, ცნობილი იურისტი ანა დოლიძე, 8 მარტს მეორე შვილის, გოგონას, დედა გახდა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ 40 წლის ასაკში გადაწყვიტა, დედობის სიხარული მეორედ შეეგრძნო. პოლიტაქტივისტი მშობიარობამდე ერთი დღით ადრეც საპროტესტო აქციაზე იყო, ბავშვის გაჩენიდან სულ რამდენიმე დღეში პოლიტიკურ აქტიურობას დაუბრუნდა.

ანა დღემდე ცოცხალი თავით არ აცნობს საზოგადოებას თუ ვინ არის მისი მეუღლე. მან ცოტა ხნის წინ ისიც კი თქვა, რომ სანამდე შეეძლება დამალავს ახლადშეძენილი მეორე ნახევრის ვინაობას. თუმცა "სარკესთან" ინტერვიუში პოლიტიკოსს მისი სახელი მაინც წამოსცდა. ანამ აღნიშნა, რომ მამა ბოლომდე არის ჩართული ბავშვის გაზრდაში.

"ძალიან არის ჩართული. გრაფიკი გვაქვს შემუშავებული, რომ რიგრიგობით გამოვიძინოთ. გიორგი ნამდვილი პარტნიორია. ამას ემატება მთელი ჯარი, რომელიც გვეხმარება და საწუწუნო მართლა არაფერი გვაქვს.

– აღნიშნეთ, რომ დედამთილი გეხმარებათ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან და როგორ ფიქრობთ, საქართველოში რატომ არის რძალდედამთილობის პრობლემები?

– ჩვენთან ყველა პრობლემას იწვევს რესურსების ნაკლებობა, ეს არის საცხოვრებელი ფართი. ერთ პატარა სივრცეში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს უჭირთ თანაცხოვრება. ასევე დიდ პრობლემებს ქმნის უსახსრობა. ბევრი ოჯახის პრობლემები სწორედ ამ ორი ფაქტორიდან მოდის. ჩემი დედამთილიც და დედაჩემიც ძალიან მეხმარებიან. სულ გვერდში მიდგანან.

ცნობილია, რომ ანა დოლიძის მეუღღე  პროფესიით ფინანსისტია და სრულიად აპოლიტიკური ადამიანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×