დახურვა
სტილი
28.07.2021

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ საზოგადოებაში  ნდობის ფაქტორით მედია მესამე ადგილზეა.

„აირაიმ" აპრილში ჩაატარა კვლევა. კვლევის შედეგად, ნდობის ნაწილში.

1. ადგილზე იყო ჯარი. 2. ადგილზე ეკლესია. 3. მედია. 4. პოლიცია. ანუ, საქმე ისე კი არაა რომ მაყურებელს არ ვუყვარვართ, შეხედეთ კვლევის შედეგებს. საპირისპიროს ამბობს. ამიტომაც არის ეს ისტერიკა და ჩვენზე შეტევა.

არ გამოგივათ. ამ ქვეყანაში როცა უჭირთ ჟურნალისტებთან მოდიან, როცა ჩაგრავენ იგივე ხდება, როცა უფულობის გამო ექიმი მკურნალობაზე უარს ეუბნება იგივე. ხალხს ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ ხალხის და ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ! თქვენს უკან წარუმატებელი, გაბოროტებული ადამიანების მცირე ნაწილი დგას. ცოტა რომ ხართ ამიტომ ხმაურობთ, მაგრამ ზიზღს არასოდეს გაუმარჯვია, ამიტომ ახლაც დამარცხდებით. გახსოვთ, რ2 -დან რომ გამოგვყარეთ? რა ვქენით? ავტოფარეხში, ერთი სკამით დავიწყეთ. გვაწვიმდა, გათბობა არ გვქონდა, მაგრამ არ გავჩერდით და რამდენიმე დღეში მიიღეთ „მთავარი" გამოწვევა. თქვენ იცით ჩვენთან დამარცხების გემო.

რადგან ახლა ყველასთან ერთად ბრძოლა გადაწყვიტეთ, თქვენი დამარცხების ფასიც სხვა იქნება", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×