დახურვა
სტილი
29.07.2021

ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ბავშვობას იხსენებს. ის წარსულის მძიმე პერიოდზე საუბრობს. ამბობს, რომ ფულის არ ქონის გამო, ვარჯიშზე მშიერი ბევრჯერ წასულა. 

„იყო მომენტები, როცა ქვებითაც გვიწევდა ვარჯიში, რადგან გირები და ჰანტელები არ გვქონდა. მანქანის ძველ საბურავებს ქამარზე გამოვიბამდით და ასე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ჩემი სახლიდან დარბაზამდე 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ამ მანძილს ფეხით გავდიოდით. ძალიან ხშირად დაბრუნება ღამე გვიწევდა და პატარა ბავშვისთვის ამხელა გზაზე სიარული რთული იყო. ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ. საჭმელი არ მქონია ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ისეთი გაჭირვება იყო, ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით“, – ამბობს ლაშა ბექაური „პოსტ ფაქტუმში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×