დახურვა
სტილი
06.08.2021

ინფლუენსერების, „იკანათიას" წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც" არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს. წყვილი საერთო „ინსტაგრამის" საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.

სულ ცოტა ხნის წინ იკამ და ნათიამ გამომწერებს სასიხარული სიახლე გაუზიარეს, როგორც აღმოჩნდა, მათ დიდი ხნის ოცნება აიხდინეს და საკუთარი სახლი იყიდეს: „ჩვენი რვა წლის მოტივაცია, ოცნება და მიზანი ახდა. რამდენიმე დღის წინ ვიყიდეთ ბინა, ჩვენ საკუთარი სახლი გვაქვს" - ამბობდა წყვილი.

როგორც ჩანს, ისინი ახალი სახლის რემონტს დიდ დროს უთმობენ და დიზაინსა და ავეჯს მონდომებით არჩევენ: „ჩვენი სახლი. ეს ეტაპი არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. გაცნობის დღიდან ვოცნებობდით ჩვენს საკუთარ, ლამაზ, მყუდრო ბუდეზე, სადაც მხოლოდ ბედნიერება და სიყვარული იქნებოდა. ჩვენ ეს ერთად შევძელით. სიტყვები არ მყოფნის იმ ბედნიერების და სიხარულის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უსაყვარლეს და უნიჭიერეს დიზაინერს, რომელმაც დაგვიპროექტა ინტერიერი, ზუსტად ისეთი დიზაინი მივიღეთ საბოლოოდ, როგორიც გვინდოდა. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება რემონტი, რომ საბოლოო შედეგით დავტკბეთ. მოგწონთ ? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება" - წერს წყვილი „ისნტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×