დახურვა
სტილი
06.08.2021

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.

ნანიკო ხაზარაძის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მას წლები ვერაფერს აკლებს და მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ ისიც, რომ მისი შვილი ლულუ ნუცუბიძე უკვე სტუდენტია. „ჩააბარა" - ამ წარწერით გამოაქვეყნა მან შვილის ფოტო და მეგობრებისგან არაერთი მილოცვაც მიიღო: „გილოცაავთ, ალბათ რა მაგარი შეგრძნებაა დედისთვის", „წარმატებებს ვუსურვებ ლულუს", „რა კარგი გოგოა, წარმატებები" - წერენ „ინსტაგრამზე". როგორც თავად ნანიკო ამბობდა, ის დამოუკიდებელ ადამიანად გაზარდა და ყოველთვის ისე აღიქვამდა, როგორც ზრდასრულს. ახლა კი დედა-შვილი ერთმანეთის მეგობარიცაა.

ლულუ ნუცუბიძე ნანიკო ხაზარაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ხოლო რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანმა ლევან მათითაშვილზე იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ურთიერთობას არ მალავს და საერთო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს, ისინი საჯაროდ პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×