დახურვა
სტილი
07.08.2021

მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს. ლაშა გურგენიძის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი მეუღლის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ. თაკუნა მჭედლიშვილი პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და, მსგავსად მეუღლისა, ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ისინი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.

სწორედ საკუთარი გამომწერების კითხვებს პასუხობს

ლაშა გურგენიძე და წერს, რომ მან და თაკუნა მჭედლიშვილმა უკვე სამი წელია, რაც ხელი მოაწერეს: „3 წელია, რაც ხელი მოვაწერეთ. მალე ჯვრისწერა და ქორწილიც გვექნება, იმედია. შარშან ჩაგვეშალა" - ამბობს ლაშა გურგენიძე.

მსახიობი შვილებთან დაკავშირებულ კითხვებსაც პასუხობს და განმარტავს, რომ მას წინა ურთიერთობიდან ორი შვილი, 11 წლის ანო და 8 წლის ილია ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×