დახურვა
სტილი
09.08.2021

ასტროლოგიის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ 22 აგვისტომდე მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამასთან გუშინ ახალი მთვარე იყო და ეს ორივე მოვლენა ერთად დიდ სიახლეებს იწვევს. 

კოსმოსი ზოდიაქოს ყველა ნიშანს კონკრეტულ გამოცდას უწყობს და ბონუსებსაც უმზადებს. ჰოდა, მოდით, ერთად ვნახოთ მიმდინარე კვირაში ვის რა ელოდება:

♈ვერძი

კარგი დროა, სერიოზული პროექტების დასაწყებად. დაამყარეთ აუცილებელი კავშირები და არ შეცვალოთ გეგმები. მხიარულ განწყობას დაგიბრუნებთ ქალაქგარეთ გასეირნება და მეგობრებთან საუბარი. სასიყვარულო სფერო კი, სიამოვნებასა და სიმშვიდეს გიქადით.

♉კურო

დატვირთული, მაგრამ შედეგიანი პერიოდია. ბევრ ძალას მოახმართ კარიერას და პარტნიორულ ურთიერთობებს. უყურადღებოდ არ დატოვოთ ოჯახის წევრები და მათთან ურთიერთობაში, ყველა გაუგებრობა დროულად განმუხტეთ. კარგი დროა დასვენებისთვისაც.

♊ტყუპები

მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალის მოგებიანად გამოყენებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ალბათობა. შესაძლოა, განახორციელოთ ოჯახთან დაკავშირებული ძველი ჩანაფიქრები. კარგი დროა, ახლობლებთან ერთად სადმე გამგზავრებისთვის.

♋კირჩხიბი

რთული საკითხების გადაწყვეტისას, მეტად უსმინეთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს. ნუ შეეცდებით, ძალისმიერად მოქმედებას. კარგი დროა, დასასვენებლად გამგზავრებისთვის, ჯანმრთელობის მოწესრიგებისა და ძალების აღდგენისათვის.

♌ლომი

პიროვნული თვისებების გამოვლენის, შემოქმედებითად მუშაობის პერიოდია. შემოსავლების რაოდენობა, დამოკიდებული იქნება, თქვენს მანერებზე. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან. მოგზაურობა დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

♍ქალწული

მეტი ყურადღებაა საჭირო ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას. ეცადეთ, გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს. კარგია საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება.

♎სასწორი

იყავით სამართლიანი და ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. საყვარელი ადამიანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას კი, გაიფართოებთ სანაცნობო წრეს, რაც შემდგომ კარიერულ ზრდაში წაგადგებათ.

♏მორიელი

მეტად უსმინეთ ინტუიციას და ადვილად დაამარცხებთ ყველა კონკურენტს თუ მოწინააღმდეგეს. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა ახალი იდეების წარმოქმნის საწინდარი გახდება. კარგი დროა მოგზაურობისთვის, მკურნალობის დაწყებად.

♐მშვილდოსანი

იუმორის გრძნობა, ორიგინალურობა და ინტელექტი, ნებისმიერ წრეში პოპულარობის საწინდარი გახდება. საქმიანი მოლაპარაკებები კი, ადვილად წარიმართება და დადებით შედეგს გამოიღებს. სასიკეთოდ ჩაივლის მოგზაურობაც.

♑თხის რქა

შესაძლოა, გაგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო. თავი შეიკავეთ რისკისა და ავანტიურული მოქმედებებისგან. სასიკეთო დროა მოგზაურობის დასაწყებად, ურთიერთობების დამყარებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას.

♒მერწყული

საქმიანი პარტნიორების ხელშეწყობით, გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა, თუმცა გაიზრდება ხარჯებიც. გაგიადვილდებათ სახლში სასურველი გარემოს შექმნა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და დასვენებისთვის.

♓თევზები

მატერიალური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება შრომისუნარიანობაზე. სირთულეების გადალახვისას კი, მიუახლოვდებით სანუკვარ მიზანს. სიამოვნებას მოგანიჭებთ ახალი კავშირების დამყარება. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში. მოგზაურობა სასიკეთოდ ჩაივლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×