დახურვა
სტილი
10.08.2021

ექიმი კონსტანტინე მათითაშვილი იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ფიქრობენ, რომ კორონავირუსიც და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც მასონების მიერ არის შექმნილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„საქმე სხვაგვარადაა ... გაჟონა ინფორმაციამ... მასონებმა ვირუსი გაავრცელეს და ახლა ვინც აიცრება მხოლოდ ის გადარჩება. დანარჩენები მაგათ არ ადარდებთ. იცრებიან და არიან... ჰოდა, დროა მაგათ გავასწროთ და ვინც მასონები არ ვართ ავიცრათ ... მაგათ ეგონათ ვერ გავიგებდით და არ ავიცრებოდით, ნურას უკაცრავად... ვაქცინა სიკვდილისგან გვიცავს და ალბათ მაგიტომ არიგებენ ცოტას რომ თვითონ გადარჩნენ და სხვას არ ეყოს ... ჰოდა სანამ არის მივაწვეთ და ნახონ მერე, მასონებმა. ანტივაქსერებიც მასონები არიან - ფარული ! ჩუმად იცრებიან - ეგეც გავიგეთ ვითომ არ გვინდაო, დამპლები ( მსოფლიოში საჭმელი თავდება და ამდენი ხალხი ზედმეტიაო... ესეც გავიგეთ, მასონებო, ავიცრებით ყველა თქვენს ჯინაზე ), ჭორებს ყრიან ... ულტრათხელი ჩიპიაო ვის ატყუებდით ვაქცინაში ჩიპს სულელი თუ დაიჯერებდა. ჰოდა, მაგათ უნდოდათ სულელები მოესპოთ და ვერა ბატონო ვერ ეღირსებიან, ჩვენც ავიცრებით და მერე ?“ - წერს კონსტანტინე მათითაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×