დახურვა
სტილი
09.10.2023

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. წყვილი სამეურნეო საქმიანობითაცაა დაკავებული და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით უფრო მშვიდი და სასიამოვნოა.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ორი ვაჟი, თემო და თომა ჰყავთ. ამჯერად მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებს" შვილის, თემოს საჯარო სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ესაუბრა: „ძალიან ბევრს გაუკვირდა, როცა ჩვენმა ოჯახმა საჯარო სკოლაში გადაწყვიტა შვილის მიყვანა. მე მგონია, რომ პირველ რიგში, ბავშვი არ უნდა დაღალო დილაუთენია გზაში და საცობში და იმ სკოლაში მიიყვანო, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობს. სკოლაში დამხვდა ჯგუფი, რომელიც მზად იყო, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. დუშეთში ისეთი სერვისი მივიღე, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია ჩემთვის. ბავშვი სიხარულით მიდის სკოლაში., როცა თავიდან მაინცდამაინც კარგი განწყობა არ ჰქონდა. მე უფრო პრანჭვა მგონია ბავშვის ფასიან სკოლაში მიყვანა, სადაც უზარმაზარი თანხა უნდა გადაიხადო..." - ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×