დახურვა
სტილი
10.10.2023

გუ­შინ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე ბელ­გი­ა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი ინგა წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­შია, სა­დაც მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ანა ფე­რა­ძე, მე­უღ­ლეს­თან და ხუთ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მომ­ღე­რალს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნებს. დე­დის უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ცი­ლე­ბა უნდა ანას, მაგ­რამ მას იმის ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, რომ ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნოს, ამის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

„დედა ბოლო დროს ცუ­დად იყო, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა. ერთი მენ­ჯის ძვლის, ამო­ვარ­დნი­ლი ჰქონ­და და ჩა­უს­ვეს. ამის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და, ნაწ­ლა­ვებ­ზე შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა. ექი­მე­ბის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ოპე­რა­ცია, მი­თხრეს, - თუ ოპე­რა­ცია არ გა­ვუ­კე­თეთ, გარ­და­იც­ვლე­ბა და ოპე­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ არის პა­ტა­რა შან­სი რომ იცო­ცხლო­სო. დავ­თან­ხმდი, რად­გან იმე­დი მქონ­და, რომ ცოტა ხანი მა­ინც იცო­ცხლებ­და. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ძა­ლი­ან და­სუს­ტდა, ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა და გუ­შინ დი­ლას და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

ნ­გას ცხე­დარს სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯით გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ძა­ლი­ან მინ­და, რომ დედა უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ვა­ცი­ლო, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ვერ ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას. ბი­ლე­თის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქონ­დეს, ჩა­მო­ვი­დო­დი.

ნინო ქა­თა­მა­ძესაც ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრა, - იქ­ნებ ინ­გას ცხე­და­რი დავ­წვათ და ისე გად­მო­ვას­ვე­ნო­თო. ვუ­თხა­რი, რას მე­უბ­ნე­ბით, თქვენ ჩემი გა­გი­ჟე­ბა გინ­დათ-მეთ­ქი?

მე 21 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ბევ­რს არა­ფერს ვი­თხოვ, თან­ხა მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ბი­ლე­თი ვი­ყი­დო და დედა გა­მო­ვა­ცი­ლო. მანდ რამ­დე­ნი­მე დღე დავ­რჩე­ბი, ბელ­გი­ა­ში მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეძ­ლე­ბენ მო­მიგ­ვა­რონ და­სარ­ჩე­ნი ად­გი­ლის პრობ­ლე­მა", - განუცხადა "ამბებს" ინგა ფერაძის შვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×