დახურვა
სტილი
10.10.2023

ქართველი ვარსკვლავები ყოველწლიურად სტუმრობენ ისრაელს, სადაც ქართველი ებრაელებისთვის ქალაქ აშდოდში საღამოს მართავენ. ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია იმ ცნობილ სახეებს შორისაა, რომლებიც ამ საღამოს უცვლელი სტუმრები არიან. თიკა სხვა ქართველებთან ერთად სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა, როგორც ცნობილია, საომარი ვითარების ეპიცენტრში ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე იმყოფება.

ამჯერად თიკა ფაცაცია სწორედ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იქ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

"მალე მშვიდობა ჩვენს საყვარელ ისრაელს... სულ რაღაც ხუთი დღის წინ ასეთი სიმშვიდით ვესიყვარულებოდით ზღვას აშდოდში, დღეს ეს ხდება." - წერს თიკა ფაცაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×