დახურვა
სტილი
10.10.2023

მიმდინარე წლის 25 ივლისს, სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა - ამჯერად, კომაში მყოფი 18 წლის მარიამის დასახმარებლად.

მარიამ ინასარიძეს, რომელსაც მშობიარობა გაურთულდა, სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა, მისი დახმარების სურვილი კი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

მარიამი და მისი მეუღლე, საკუთარ ამბავს „დილა მშვიდობისა საქართველოს" უყვებიან და ამბობენ, რომ ეძებენ დონორ ექიმს, უცნობ ქალბატონს, რომელმაც მარიამის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ სისხლი სჭირდება და თუ მოკლე დროში არ მოიტანთ, ან ფილტვი, ან თირკმელი გაეთიშება და პაციენტს დავკარგავთო. პირველი უარყოფითი სისხლი იშვიათი იყო და თითქმის შანსი არ გვქონდა, გვეშოვა.

ჩემმა მეგობარმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, ხვიჩა კვარაცხელიამაც გააზიარა.. ბევრი ხალხი მოდიოდა, რიგები იდგა, მოსწრებით მაინც ვერ ვასწრებდით, დროში ვიწვებოდით, სანამ სისხლი დამუშავდებოდა.

ერთმა ქალბატონმა დამირეკა - ღუდუშაურის კლინიკაში ვმუშაობ, სად წევს პაციენტი, მივალ და სისხლს გადავუსხამო. მარი იმ ადამიანმა გადაარჩინა.

თუ ნომერი ახსოვს, გამომეხმაუროს, მინდა, რომ ამ ქალბატონს დიდი მადლობა გადავუხადო", - ამბობს მარიამის მეუღლე.

„უცხო ქალბატონმა, ექიმმა ჩემთვის სისხლი გაიღო და სიცოცხლე გადამირჩინა.

სურვილი მექნებოდა, რომ ვიცნობდე ქალბატონს, რომელმაც სიცოცხლე გამიხანგრძლივა", - აღნიშნავს მარიამი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×