დახურვა
სტილი
11.10.2023

რეჟისორი ლევან წულაძე ჟურნალ „სარკესთან" შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული ცვლილებების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:

„შვილიშვილის დაბადებამ ძირეულად შეგვცვალა. პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გავუკეთოთ. ცოტა კაპიტალიც დავაგროვოთ მისთვის. აქამდე ამაზე არ ვფიქრობდი - თეატრი, ჩემი საქმე და რაც გვაქვს - გვაქვს-მეთქი. არ გვქონდა დაგროვების ნიჭი...

რომ ვხედავ, ჩემი ქალიშვილი და სიძე რას უკეთებენ შვილს, ვხვდები, რომ არ ვიყავი კარგი მამა. ფრთხილი ბაბუა ვარ. მეშინია, რამე არ ვატკინო და შორიდან ვტკბები. წლინახევრის იყო, პირველად რომ თქვა „ბაბუ". აღელვებისგან ცრემლები მომეძალა და ტუალეტში ჩავიკეტე, რომ არ დაენახათ..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×