დახურვა
სტილი
12.10.2023

„ჯეომოდელსის" დამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ულამაზესი მოდელის, მარიშა გვიდანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

თაკო ჩხეიძე მარიშას ფოტოს ავრცელებს და წერს:

„ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა.. როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა, საოცარი მომავლის გოგო", - წერს „ჯეომოდელსის" დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. როგორც „ფორტუნას" სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის მართვითი სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×