დახურვა
სტილი
12.10.2023

ქართველი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელ ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ქართულ ენასა და მასში არსებულ უნიკალურ სიტყვათშეთანხმებებზე წერს.

"ქართულ ენაში ქალი პირველ ადგილზეა:

დედ-მამა

დედმამიშვილი

და-ძმა

დაძმობა

ცოლ-ქმარი

ცოლქმრობა

ქალ-ვაჟი

ქალიან-კაციანად

გოგო-ბიჭები

ბებია-ბაბუა

რძალ-მამათილი

დედამთილ-მამამთილი

სიდედრ-სიმამრი

დედულეთ-მამულეთი

ასევე, გვაქვს:

დედაბუდიანად

დედისერთა

დედამიწა, დედაბოძი, დედაენა და ასე შემდეგ აღარც ითვლება.

ორ სიტყვაზე მეტი ვერ მოვიფიქრე, სადაც წინ კაცია:

სიძე-სიდედრი

ნეფე-პატარძალი

ასევე, მამული, რაც მამას, კაცს უკავშირდება.

მამული გასაგებია, მამის მემკვირეობას ეხება.

თუ სიძე-სიდედრი გასაგები ასახსნელია,

ნეფე-პატარძალში სიძის პირველობა, ალბათ, სოციალურ-რიტუალურ-ტრადიციული დატვირთვით აიხსნება - კაცს მოჰყავს ცოლი", - წერს გოგა ჩანადირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×