დახურვა
სტილი
14.10.2023

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი და დედა, რუსუდან კაჭარავა, გადაცემა „დღის პოსტს" სტუმრობდნენ, სადაც თანაცხოვრებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს:

მარიტა მელიქიშვილი: კერძებს ვაკეთებთ ერთად, გალას ვუვლით ერთად, მთელი დღის განმავლობაში ვართ ერთად. გიორგი დაკავებულია. მარტო რომ ვცხოვრობდეთ, გამოდის, რომ მთელი დღე უნდა ვიყო მარტო და პირიქით, ძალიან კარგია, ერთად რომ ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ერთმანეთს ვახალისებთ, ვართობთ და დროც მალე გადის.

რუსუდან კაჭარავა: თავიდანვე ასე თქვა, მე მინდა თქვენთან ერთად ცხოვრებაო, თავიდანვე ასეთი განწყობით იყო. გიორგის მეგობრებს უფრო უკვირდათ, ალბათ ცალკე იცხოვრებო, ეუბნებოდნენ. მაგრამ გიორგისაც არ უნდოდა ცალკე ცხოვრება, გიორგიც ასეთი განწყობით იყო. ამათ გარეშე ცალკე, სხვაგან ცხოვრება გამიჭირდებოდა ძალიან... ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×