დახურვა
სტილი
11.08.2021

„არ ჩამოხვიდეთ აჭარაში, ახლა არ არის დრო,რომ ზღვისპირეთში დასვენება გსურდეთ!"- ამ მოწოდებებით მიმართავენ ექიმები აჭარიდან მოსახლეობას.

პროფესორი სოფიო ბერიძე აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს და პანდემიასთან გასამკლავებლად კლინიკებს უკვე საკმარისი რესურსი აღარ აქვთ.

„ადამიანი, რომელიც სიმპტომურია, პირბადის გარეშე, ან დისტანციის დარღვევით გადაადგილდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არის პოტენციური მკვლელი. ჩვენზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ წავა მომდევნო პერიოდი, თუ რამდენ ადამიანს დავკარგავთ.

არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, ახლა არ არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ბათუმში დაისვენოთ, მაღალი რისკია გადაადგილება, მობილობა", - ამბობს სოფო ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×