დახურვა
სტილი
20.10.2023

თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ" გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობდნენ. სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.

ამჯერად თამუნა და სანდრო ერთად ყოფნის მეცხრე წელს აღნიშნავენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სანდრომ კი მეუღლეს ემოციური სიტყვები მიუძღვნა:

"9 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს,შევხდი ადამიანს (ქალს) ,რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი ისედაც ამოტრიალებული ცხოვრება. ამ გოგოს გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ამღვრეულ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა და თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა და მაქვს, რომ ამას ველოდებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც არის. 2 ყველაზე დიდი სიყვარული (მარიანა და ანიკა) მაჩუქა და ამიტომ ყველაზე დიდი მადლობა შენ, ჩემო, მართლა, ცხოვრება, მიყვარხარ და ვიცი, სინამდვილეში რა გამოძრავებს და ვიცი, რა ძლიერიც ხარ და ისიც ვიცი, რაც დაწყებული გაქვს, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ ერთად. მიყვარხარ 9 - ჯერ და კიდე 100 - ჯერ თავიდან შემიყვარდები, ჩემი სინათლე ხარ. მე სანთელი ვიქნები და შენივე სხივით გაგინათებ მთელი ცხოვრება გზას. მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო My Queen - My One and Only - 9 წელი" - წერს სანდრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×