დახურვა
სტილი
21.10.2023

ბაბი კირკიტაძემ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ლიპოსკულპტურა გაიკეთა, რაც საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვას ნიშნავს სხეულის იმ ნაწილებში, სადაც მათი ნაკლებობაა, მოცულობის მოსამატებლად. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს" უყვება.

ეს პირველი შეხება იყო პლასტიკურ ქირურგიასთან?

კი, პირველი შეხება იყო. შედეგიც კარგია, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის 2-3 თვე ინტენსიური შრომა და მონდომებაა საჭირო. ეს მოითხოვს ჩემი მხრიდან ვარჯიშს, დროის დათმობას და მონდომებას.

რა ცვლილებები გინდათ კიდევ გარეგნობაში? არ გაშინებთ პლასტიკური ქირურგიის ჩარევები?

ზოგადად, არ ვარ მშიშარა. პირიქით, რისკიანიც ვარ. მხოლოდ სიმაღლის და ზღვის სიღრმის შიში მაქვს. რაც შეეხება ცვლილებებს, მინდა, ყოველთვის უკეთესი ვიყო ხვალინდელ დღეს, ვიდრე ვიყავი გუშინ. ეს გარეგნობასაც ეხება და შინაგან მდგომარეობასაც..." - ამბობს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×