დახურვა
სტილი
23.10.2023

ლიკა კვარაცხელია

ყოფილ მოდელს, უმშვენიერეს ლიკა კვარაცხელიას ორი შვილი, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ანა მშობლებისგან შორს ცხოვრობს, თუმცა ლიკა ბებიის ამპლუით მაინც ტკბება და, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილები აძლევენ მოტივაციას, მუდმივად ფორმაში იყოს: "ბებიობამ უფრო ახალგაზრდობისკენ წამიყვანა, უფრო მომანდომა, ვიყო ფორმაში, მეტი ვივარჯიშო".

ლიკა შენგელია

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს - ორი - ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი - მეორე ქორწინებიდან.

ლიკას ქალიშვილი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, დედის მსგავსად, პოპულარულია. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს.

ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. ლიკა შვილიშვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და მათთან დიდ დროს ატარებს.

მაკა ზამბახიძე

მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს. მაკა ხშირად ამბობს, რომ ბებიობამ ახალი ენერგია შესძინა.

ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია. შვილიშვილი რომ განსაკუთრებული ენერგიისა და მოტივაციის წყაროა, ამის მაგალითი ინგა გრიგოლია ნამდვილად არის - მან სწორედ ახლა გადაწყვიტა კუჭის ოპერაციის გაკეთება, წონის კლება და ცდილობს, ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს. ამის მიზეზი კი პატარა ნინიაა.

მაკა ასათიანი

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. უსაყვარლეს ლეას ხშირად ამსგავსებენ ბებიას.

ნინო ხოშტარია

ნინო რამდენიმე წლის წინ ბებია გახდა, სიხარული კი საზოგადოებას გაუზიარა. ნინოს შვილიშვილს პაოლო დაარქვეს. როგორც ხოშტარიას გამომწერები ამბობენ, შვილიშვილი ბებიასაც ემსგავსება.

ეკა მიშველაძე

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მალე ორგზის ბებია გახდება. მისი ქალიშვილი ასევე ტელეწამყვანი და მომღერალი მაკო კვიტაიშვილია, რომელიც მეორე შვილს ელოდება. "მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ბებიობა მნდომებია, ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში - ყველა სიცარიელე შეავსო კიტამ. მთელი ცხოვრება მეცინებოდა ბებიებსა და ბაბუებზე, რომლებიც სულ თავიანთ შვილიშვილებზე ლაპარაკობდნენ.როცა შევდივარ აფთიაქში, ჩემს უბანში, სადაც ყველა მიცნობს და მეკითხებიან, თქვენი შვილიშვილი როგორ არისო, ტელეფონს ვიღებ და ვეუბნები, ვაიმე, ნახეთ, რამხელა გაიზარდა-მეთქი. სულ კიტაზე ვლაპარაკობ, შევამჩნიე, რომ სულ მინდა თქმა - ჩემი შვილიშვილი ყველაზე ჭკვიანია, განვითარებულია და ყველასთან რაღაც შეჯიბრებაში ვარ შესული. შაბათი დღე სრულად კიტასია... არ მაქვს განცდა, რომ სიბერე მოვიდა. სიცარიელე მქონია თურმე ცხოვრებაში და კიტამ შეავსო" - აღნიშნავდა ეკა მიშველაძე.

ნათია ბანძელაძე

ნათია ბანძელაძის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. მისი და გოგიჩას ორ ულამაზეს ქალიშვილს, ნინისა და ნანუკას სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავთ. ორივე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ულამაზეს კადრებს ხშირად აქვეყნებს. ნანუკა უკვე ორი შვილის, ავასა და აივი-ნიკოლის დედაა. მიუხედავად იმისა, რომ პატარები ბებიისგან შორს იზრდებიან, ნათია მათთან მუდმივ კავშირზეა.

ქეთი ასათიანი

ექიმი ქეთი ასათიანი ლიზა ჩიჩუას დედაა. ის ბებია პირველად სულ ცოტა ხნის წინ გახდა და, როგორც აღნიშნავდა, ამ ამპლუამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება: "

მე შემიძლია მხოლოდ აღმატებით ხარისხში ვისაუბრო. ეს არის ადამიანი,რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დრო გიორგისთან ერთად გავატარო," - აღნიშნა ქეთი ასათიანმა.

ლანა სიხარულიძე

 ლანა სიხარულიძე ულამაზესი ქართველი დების, ლიკუნა და ანი ქორქიების დედაა. დები წლების წინ ხშირად ჩანდნენ ტელეეკრანზე, თუმცა ბოლო დროს მათი ხილვა მხოლოდ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. ლიკუნა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, ანუკიმ კი ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა და უკვე ორი შვილის დედაა. მას და მის მეუღლეს - კახა ჩიქოვანს, გიორგი და ლიკა ჰყავთ. ლიკას სახელი დეიდის პატივსაცემად დაარქვეს.

წყარო: marao.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×