დახურვა
სტილი
27.10.2023

ხელის თხოვნის შემდეგ „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათა გიორგობიანმა პირველი კომენტარი გააკეთა. 

„ზოგადად, პირად ცხოვრებაზე საუბარი ძალიან არ მიყვარს. ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, ნამდვილად. ასე გასაჯაროება არ გვინდოდა. ძალიან არ გვიყვარს, როცა პირად ცხოვრებაზე სახალხოდ საუბრობენ და აპელირებენ, ამიტომ ძალიან გამიკვირდა და ასეთ რამეს ჩემი შეყვარებულისგან არ ველოდი. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიურპრიზი იყო. 

თავიდან ემოციებისგან შოკში ჩავვარდი, გავშრი, მგონი, ცოტა არაადეკვატური რეაქცია მქონდა. ვერ მივხვდი...  სულ მიკვირდა, ამ გოგოებს რა უკვირთ, ხომ იციან, რომ უყვართ თავიანთი შეყვარებული და პირიქით, ამაში გასაოცარი რა არის-თქო, მაგრამ ეს სიურპრიზის მომენტი თავისას აკეთებს... იმ წამს, მაინც განსაკუთრებული შეგრძნებები ეუფლება ადამიანს. ჩემს თავზე რომ გამოვცადე, მივხვდი, რა რეაქციაც ყოფილა.

საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ვართ... არ დავაკონკრეტებ. დამალვა კარგად მოვახერხეთ, ამაზე საუბარი არ მინდოდა. ამ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდებოდი და კიდევაც გავუფრთხილდები. 

მე ასე მიმაჩნია, რომ რაც უფრო დაცულია ადამიანი გარე ჭორებისა და ინტრიგებისგან, ურთიერთობა მით უფრო მშვიდია. ასე მერჩია, რომ პირადი დარჩენილიყო პირადად და ასეც იქნება...“ - განაცხადა თათა გიორგობიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×