დახურვა
სტილი
28.10.2023

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა - მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის შვილს განსაკუთრებულად უყვარდა სოფელი ბალებისხევი, სადაც მის დაბადებამდე ოჯახმა აგარაკი შეიძინა.

„ეს გზა, მხარე, საბადურის ტყე, სოფელი ბალებისხევი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო, თავისუფალ დროს მოიხელთებდა და ხან შუაღამეს გარბოდა სოფელში.

ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შევიძინეთ აგარაკი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. სოფლის შესასვლელში პატარა ბიბლიოთეკის შენობა იყო, ზაფხულობით მის ეზოში სტუმრად ასული ბავშვები იყრიდნენ თავს, იყო ჟრიამული და გართობა, რომელიც მთავრდებოდა ასე - ქალბატონი ბიბლიოთეკის გამგე აცხადებდა - ახლა გამოვლენ კბილაშვილების გოგო ბიჭებიო და იწყებოდა კონცერტი სანახაობა.

ბოლოს გული იჯერა იქ ყოფნით, სახლში რომ დაბრუნდა მითხრა - დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, იყოს, რომ ჩამოვალ დავასრულებო..", - წერს მელიტა ფურცელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×