დახურვა
სტილი
07.11.2023

თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოსა და პროკურატურის იურისტი თარჯიმანი სოფო მუჯირი მათთვის, ვისაც სამკურნალოდ თურქეთში წასვლა ესაჭიროება, ინფორმაციას ავრცელებს:

“ყურადღება! ვინც დადის თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ, იმ ხალხის საყურადღებოდ ვწერ და ვინც უამრავ თანხას იხდის უცხოეთში საავადმყოფოებში, იმ ხალხის საყურადღებოდ!

თურქეთში კეთდება ჯანმრთელობის დაზღვევა 1-წლიანი უცხოეთის მოქალაქეებზე. დაზღვევა შეიცავს 80% ფასდაკლებას და ასევე მწოლიარე მკურნალობას ულიმიტოს! ქვემოთ სურათებში არის საავადმყოფოები და ტერიტორიების ცხრილი. სარფის საზღვართან ახლოს გახლავთ: 1. რიზე "შარის ჰოსპიტალი"; 2. რიზეში "ტიფ მერქეზი" პოლიკლინიკა; 3. ტრაპიზონში, კერძოდ, ორთაჰისარში მდებარე საავადმყოფო " იმპერიალი", ა. შ. გრძელდება სხვადასხვა ქალაქში მდებარე საავადმყოფოები, რომელიც აღნიშნულია ცხრილში. რაც შეეხება საფასურს, არის თქვენს ასაკზე და წონაზე დამოკიდებული.

ადრე არ იყო სამწუხაროდ მსგავსი ჯანმრთელობის დაზღვევები. რომ ყოფილიყო, დედას ვუმკურნალებდი. მიხედეთ ჯანმრთელობას და მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩემი ვალია დავეხმარო ყველას, ვისაც უჭირს“ - წერს სოფო მუჯირი.

ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×