დახურვა
სტილი
07.11.2023

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი ქმარს სკანდალურად დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, რამდენიმე კვირის წინ, თავად განაცხადა.

თის ყოფილი მეუღლე „ბზიკო", ინსტაგრამ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც გამომწერებს თხოვნით მიმართავს, რომ თი მაჭავარიანი აღარასდროს ახსენონ და უსაფუძვლო ჭორებისგან თავი შეიკავონ.

„თავიდან დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ჭორების აგორება სოციალურ ქსელში, სანამ რამეს დაიჯერებთ, კარგად დაფიქრდით. იქნებ სხვანაირადაა ყველაფერი და მონეტას მეორე მხარეც აქვს, არავინ იცის ვის ცხოვრებაში და ურთიერთობაში რა ხდება რეალურად. სანამ აგრესიას გამოამჟღავნებთ, იჭორავებთ და მოექცევით მანიპულაციის ქვეშ, გთხოვთ, ეს ყველაფერი კარგად გაიაზროთ.

ჩემთვის თისთან ურთიერთობა დასრულებულია, ორივე ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ჩვენ თავად გვსურს, თუ აქამდე რაიმე მცდელობა მქონია, ამიერიდან აღარასდროს მექნება. შესაძლოა, ჩემ ერთ ცუდ საქციელს, ვიღაცის ხუთი ცუდი საქციელი მოჰყვა და ამან გადაწონა ყველაფერი, მასზე შეკითხვებს ნუღარ დასვამთ, ყველაფერი დასრულებულია, თხოვნა მაქვს, რომ ის კონკრეტული პიროვნება აღარასდროს ახსენოთ ჩემთან", - ამბობს დავით გაფრინდაშვილი ვიდეოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×