დახურვა
სტილი
07.11.2023

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა 40 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა:) ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი,ახლა რომ ვფიქრობ ენერგეტიკა იყო ის რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში...სულ ნანუკა,ნანუკა ისმოდა გარშემო - უფრო სწორედ ნანული,ნანული :)) ამ ყურადღებაში და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში,უბანში,სკოლაში,წრეებზე... სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში :)) გაზულუქებული ამდენი სიყვარულით ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც,სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა... ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა... მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა -პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება... მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა ,დიდხანს მაკვირდებოდა ისე:)) მერე ნინათი რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა,მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას, საოცნებო სამსახური სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული, ჩემი სუპერძალა-მეგობრები და ჩემი ოჯახი,რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს,არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა , მხოლოდ შემიძლია ვთქვა ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი... არასოდეს მიღალატია,არასოდეს შემშურებია... წარმატების ფორმულაც შევქმენი მიყვარხართ,დიდი მადლობა ჩემი დაბადების დღის გაფერადებისთვის"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×