დახურვა
სტილი
14.11.2023

"აღარ მინ­და შენ­თან" - ასე ჰქვია ლელა წურ­წუ­მი­ას ახალ სიმ­ღე­რას და ვი­დე­ორ­გოლს, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა იხი­ლა. სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლია, კლი­პი კი რე­ჟი­სორ­მა ზაზა ორაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო.

55 წლის მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბას სტა­ბი­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს, იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ წყდე­ბა კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მელ­შიც შოკ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მომ­ღერ­ლის მო­უ­ლოდ­ნელ გარ­და­სახ­ვა­სა და იდე­ა­ლურ ფორ­მებს უს­ვამს ხაზს.

"55 წლის ლელა წურ­წუ­მია ასეთ ფორ­მა­შია და 26 წლის მე, დი­ლას ლო­გი­ნი­დან ად­გო­მა მე­ზა­რე­ბა".

„ქალი-სას­წა­უ­ლი, ქალი-ლე­გენ­და! ეს კლი­პი არ არის, ეს არის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც თვით­შე­ფა­სე­ბა ამი­მაღ­ლა, რო­გორც ქარ­თველს. ლელა სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყე ხარ! მიყ­ვარ­ხარ..."

"პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მგო­ნი, ეს ქალი ახალ­გაზ­რდო­ბის ელექ­სირს ფლობს..." - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

Ambebi.ge მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე­სა და პრო­დი­უ­სერს კახა მა­მუ­ლაშ­ვილს (მა­მულ­ჩას) და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­საც ვთხო­ვეთ, ლე­ლას ფორ­მა­ში ყოფ­ნის სა­ი­დუმ­ლო გა­ემ­ხი­ლა და და­ვინ­ტე­რეს­დით თა­ვად მომ­ღე­რალს რა რე­აქ­ცია აქვს მსგავს კო­მენ­ტა­რებ­ზე.

"ლე­ლას ახალ­გაზ­რდო­ბის ელექ­სი­რი მა­მუ­ლი­ჩაა (იცი­ნის). ლელა ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს თა­ვის თავ­ზე. სულ ცდი­ლობს, რომ ფორ­მა­ში იყოს, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ხომ იცით, რო­გორ არის, ადა­მი­ა­ნე­ბი სულ სი­ახ­ლე­ებს ითხო­ვენ ლე­ლას­გან. ძა­ლი­ან ადრე, 1998 წელი იყო და მა­შინ ასე ჰქონ­და დახ­ვე­უ­ლი თმა, მაგ­რამ ასეთ იმი­ჯში არა­სო­დეს გა­და­უ­ღია კლი­პი. ზო­გა­დად, ასეთ ფორ­მა­ში ყოფ­ნის გა­რან­ტი­აა, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და გი­ხა­რო­დეს ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა.

გა­მოხ­მა­უ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც იყოს და ცუ­დიც, მა­გას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია, რომ დიდი ნა­წი­ლი პო­ზი­ტი­უ­რია. ერთი-ორი კი შემ­ხვდა კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რი, მაგ­რამ ასეც უნდა იყოს, მა­გის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს..." - ამბობს მა­მულ­ჩა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×